“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში შსს-ს გამომძიებლები მივიდნენ.
როგორც უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია შეხვდნენ ნიკა მელიას, რომ განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიება.
“სავალდებულოა, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ ნიკანორ მელია შენობაში იმყოფება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლა ისჯება კანონით. გაფრთხილებთ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ყველა წინააღმდეგობის გამწევი პირის მიმართ, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.