ადვოკატი – სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კი არ გამოუტანეს განაჩენი, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს საფრთხე

დღევანდელი გადაწყვეტილებით ნიკა მელიასთან დაკავშირებით კი არ გამოიტანეს განაჩენი, არამედ ამით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს საფრთხე, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მოლოდინი სასამართლოსთან შესაბამისობაში არ ყოფილიყო, მაგრამ გამართლდა ის, რასაც ველოდი.
ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სასამართლოში მკაფიოდ დაგვეფიქსირებინდა პოზიციები, წარგვედგინა სამართლებრივი არგუმენტები და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, სამართლოს პირველივე წუთებიდან ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო, პატიმრობით შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები