ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა, სოლომონ ცეცხლაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება მას დანაშაულს 2 მუხლით: 126-ე და 151-ე მუხლებით ედავება, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარას გულისხმობს. პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა.
ფაქტზე 10 თებერვალს პოლიციამ 24 წლის ნ. ტ. დააკავა, მას ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.
მომდევნო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის ჩანიშნული იმავე საქმეზე დაკავებული ნ. ტ-ს საქმის განხილვაც.