ნიკა მელიას ადვოკატი: ნინო ჩახნაშვილი გამოირჩევა საკუთარი მორჩილებით

“ნინო ჩახნაშვილი გამოირჩევა საკუთარი მორჩილებით ხელისუფლებისადმი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის დიდი გამოცდილება გააჩნია”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რა დავალებაც არის გაცემული, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ის იყო მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე და მას პატიმრობა შეუფარდა, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას არ მოვისმენთ, არამედ მოვისმენთ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მანტიაში ჩაცმული გაახმოვანებს მას. რა დავალებაც არის გაცემული, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები