საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს,16:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა. ასევე, გუშინვე პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.
პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები