„შეხვდი მეცნიერს“ – ნინო ჩიხლაძე, ნინო დათუნაშვილი
19 თებერვალს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ამჯერად მსურველს უმასპინძლებს ორი მეცნიერი: ნინო ჩიხლაძე – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის უფროსი კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
ნინო დათუნაშვილი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, ეთნოლოგიის დოქტორი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მეცნიერები ისაუბრებენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფრესკების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ქართული ფრესკების უნიკალურ ასლებზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება.