„და დარჩა ჩემი დოიჯა მარადიულად ბეღურების ქუჩაზე“…
ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში ზურა დოიჯაშვილის გამოსათხოვარ ტექსტს და ფოტოებს აქვეყნებს
„ეს ჩემი ზურაა…
ჩვენი დოიჯა გვყავდა ყველას… გასახსენებელიც მართლა ძალიან ბევრია ოცდახუთ წელზე მეტი ურთიერთობიდან. თბილისშიც და უცხოეთშიც… ბევრი ლამაზი წუთი და დღე…
ეს ვიდეო და ფოტოები ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გადაღებიდანაა.
მაშინ შემეცნებითი გადაცემის („ბეღურების ქუჩა №17) პროდიუსერი ვიყავი…
და დარჩა ჩემი დოიჯა მარადიულად ბეღურების ქუჩაზე თავისი ღიმილითა და სიმღერით… ნათელი დაადგეს შენს სულს, მეგობარო“, – წერს გიორგი მამაცაშვილი.
ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს მძიმე სენით გარდაიცვალა. მას ისრაელის კლინიკაში მკურნალობდნენ. დავით ოქიტაშვილის გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ფრენები შეჩერებულია და მომღერალს, სავარაუდოდ, 22 თებერვალს ჩამოასვენებენ საქართველოში.