ევგენი მიქელაძე – ოპერა „ოტელოს“ წარმოდგენის შემდეგ
საქართველოს ეროვნული არქივი ევგენი მიქელაძის ფოტოს აქვეყნებს.
ევგენი მიქელაძე (ზის მარცხნიდან მეორე), ეკატერინე სოხაძე (დეზდემონას როლში, ზის მარცხნიდან მესამე) მიხეილ კვალიაშვილი (დადგმის ავტორი, ზის შუაში), და სხვები, ოპერა „ოტელოს“ წარმოდგენის შემდეგ.
ამ დროისათვის ევგენი მიქელაძე ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
ფოტო: 1933-1936 წლები. თბილისი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.
ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, პაპუნა წერეთლის პირად ფონდში.