იტალიაში სათხილამურო კურორტები კვლავ დახურული რჩება

უცხოური მედია წერს, რომ იტალიის მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის გადაწყვეტილება შეცვალა და კურორტების გახსნა 5 მარტამდე გადაავადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამის მასობრივად გავრცელების გამო იქნა მიღებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულების 17.8%-ს ე.წ. ბრიტანული შტამი გამოუვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები