ჯანმო-ს განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლის კლებამ არასწორი მოლოდინები არ უნდა შექმნას – პანდემია ჯერ არ დასრულებულა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა 17%-ით. თუმცა, მათივე თქმით, კლების ტენდენციის მიუხედავად, შეშფოთებას იწვევს კოვიდის ე.წ. ახალი შტამების გავრცელება, რომელიც ხასიათდება ინფიცირების უფრო მაღალი დონით.

ასევე, ევროპასა და ცალკეულ ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამის ტემპი ნელია, რაც ასევე არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებმა არსებული ეპიდვითარება აღიქვან მთელი სერიოზულობით, რადგან კლების ტენდენციამ შესაძლოა, ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და შექმნას არასწორი მოლოდინები, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევს სიტუაციის დამძიმებას.

მათივე თქმით, მსოფლიო ჯერ კიდევ სწავლობს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები