“მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩახტომა, თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს, ეს “ნაცკლასტერია” “, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
„აქ ზოგიერთი “ჟურნალისტი” მეკითხება რა კომენტარს გავაკეთებდი გავრილოვის მიერ ოპოზიციის კრიტიკაზე და თურმე ჩვენი პოზიცია მის “ნარატივს” იმეორებს. საოცარია, რომ ხალხის უმეცრობის იმედი აქვთ და სულ ტყუილად! თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია. მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩახტომა, თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს დღეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს ეს ნაცკლასტერია. მარტივია…“,- წერს ვოლსკი.
ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.
ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.