ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რუსებმა გადაწყვიტეს ნიკანორ მელიას საგოლედ პირდაპირ მელოტ თავზე დაასვან ბურთი გოლის გასატანად

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას რუსების დახმარება ვერ უშველის.

როგორც ექსპერტი წერს, “რუსებმა გადაწყვიტეს ნიკანორ მელიას საგოლედ პირდაპირ მელოტ თავზე დაასვან ბურთი გოლის გასატანად”.

“როგორც ჩანს რუსებმა გადაწყვიტეს დიაგონალური პასი ჩააწოდონ ჩვენს ოპოზიციას, და ნიკანორ მელიას საგოლედ პირდაპირ მელოტ თავზე დაასვან ბურთი გოლის გასატანად.

სწორედ ამას ემსახურება გავრილოვის ოპერატიული გამოხმაურება დღეს ოპოზიციური ტელეარხებით, და მის მიერ “ქართული ოცნების” ქმედებების “ქება”. შესაშური სინქრონულობის მოწმენი ვართ.
ეს არის მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერატიული მხარდაჭერა ოპოზიციის, რომელიც ვერ კრებს მათი დახმარების გარეშე ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში. ვერც რუსების დახმარება უშველის ამ ვითომ ოპოზიციას.

დასავლეთი, დარწუმებული ვარ, რომ საქმის კურსშია რასთან გვაქვს საქმე და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა რუსეთის მხარდაჭერილმა ოპოზიციამ!”, – ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები