პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები უკრაინელებთან ჩხუბის გამო დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ სერაკუვის ცენტრში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი უკრაინის მოქალაქეებს თავს დაესხა.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლოეთის რადიო ავრცელებს (polskieradio).

გამომძიებლების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება შესაძლოა, ეროვნული მოტივით მომხდარიყო.

წყაროს ინფორმაციით, სამ უკრაინელს ოთხი ქართველი ცივი იარაღით დაესხა თავს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ადგილიდან მიიმალნენ.

მედიასაშუალებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა დასისხლიანებულმა უკრაინელი ახლოს მდებარე მაღაზიაში შევარდა და დახმარება ითხოვა.

დაკავებულ ქართველებს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უკრაინელები კი ჰოსპიტალიზებულები არიან, მათგან ერთს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები