დათო ბარბაქაძე „ვერსეპოლისის“ პლატფორმის წევრი გახდა

მწერალთა სახლის ინიციატივით, პოეტი დათო ბარბაქაძე „ვერსეპოლისის“ პლატფორმის წევრი გახდა.
„ვერსეპოლისი“ პოეზიის ევროპული პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოეტებს და ფესტივალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე აფინანსებს პროექტებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებს.
2020 წელს პლატფორმამ ორი ონლაინპროექტი წამოიწყო: Versepolis Review და Festival of Hope. დათო ბარბაქაძის ნომინირების შედეგად, საიტზე გამოქვეყნდა მისი ლექსების ინგლისური თარგმანები.
მთარგმნელები: ნატო ალხაზიშვილი და ლინ კოფინი.
პლატფორმის წევრი პოეტები არიან ასევე – პაატა შამუგია და ეკა ქევანიშვილი“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები