ინდოეთში სატვირთო ამობრუნდა, 16 ადამიანია დაღუპული

ინდოეთში, მახარაშტრას შტატში სატვირთოს გადაბრუნების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი წლის ბავშვიცაა, დაღუპულთა უმრავლესობა ადგილობრივი მუშაა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.​

ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები