ყინულოვანი ქარიშხლის შედეგად ათასობით ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ამერიკის შტატ ორეგონში უამინდობამ 270 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. დენის მიწოდება თოვლიანი და წვიმიანი შტორმის შედეგად შეწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „VOAnews“ ავრცელებს. ბუნებრივი „აპოკალიფსის“ შედეგია წყლით დაფარული გზები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეულია ხეები. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
„სამაშველო ბრიგადები სრული შემადგენლობით მუშაობენ. ქუჩებში პირველადი დახმარების პუნქტებია გახსნილი“, – აცხადებს შტატის გუბერნატორი ქეით ბრაუნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები