22 თებერვალს ბორის ჯონსონი რეგულაციების შემსუბუქების სამოქმედო გეგმას წარადგენს – შემსუბუქება იქნება აუცილებლად ეტაპობრივი

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ქვეყნის პრემიერმა კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.

მათივე თქმით, ბორის ჯონსონმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება იქნება ეტაპობრივი და ყველა რეგულაცია ერთბაშად ვერ მოიხსნება.

„ასევე, ცნობილია, რომ მთავრობის პრიორიტეტია მოსწავლეების დაბრუნება საკლასო ოთახებში, როგორც კი ეპიდ სიტუაცია მისცემს მათ ამის საშუალებას. შემდგომ ეტაპზე უკვე საუბარი იქნება არაძირითადი მოხმარების მაღაზიების, რესტორნების, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა ეტაპობრივ გახსნაზე. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არ იქნება მარტივი. ეპიდემიოლოგები მკაცრად აფრთხილებენ მთავრობას და მოუწოდებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა იქნას მიღებული“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები