ნათია თურნავა: Fitch-ის ანგარიშში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება

პირდაპირ სიტყვასიტყვით წერია Fitch-ის ანგარიშში, რომ ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ მათ აძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება, ბიზნეს გარემო კვლავაც კეთილსაიმედო და მიმზიდველი დარჩება და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეიტინგი უცვლელად დაეტოვებინათ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო შეფასება პოლიტიკურ შოკებთან დაკავშირებით, პირდაპირ სიტყვასიტყვით წერია Fitch-ის ანგარიშში, რომ ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნებში კვლავაც გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ მათ აძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენთან რეფორმები უწყვეტად გაგრძელდება, ბიზნეს გარემო კვლავაც კეთილსაიმედო და მიმზიდველი დარჩება და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეიტინგი უცვლელად დაეტოვებინათ. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც ახლა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეძებს ახალ ბაზრებს იმისთვის, რომ ბიზნესი განავითაროს, საქართველოს ჩათვლიან კვლავ ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც დიდი ალბათობით ახალი ინვესტიციების განხორციელებას გადაწყვეტენ ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ეს არის შედეგი იმ ნდობის ხარისხისა, რასაც ჩვენ მიმართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ავლენენ, კერძოდ სავალუტო ფონდი ამ ანგარიშში ცალკე აღნიშნული და ის წარმატება, რა წარმატებითაც ჩვენი სავალუტო ფონდთან ერთობლივი პროგრამა მიმდინარეობს და ეს კურსი რა თქმა უნდა გაგრძელდება. აქედან გამომდინარე ეს მართლაც დიდი მნიშვნელობის ფაქტია, რომელიც ასიახება და მოითარგმნება მზარდ ეკონომიკურ აქტივობებსა და ახალ ინვესტიციებში“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები