ბრიტანეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებული მოსახლეობის რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ვებგვერდი Worldometer-ის მონაცემები მოწმობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრიტანეთში ვირუსით ინფიცირების 15 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4 013 799-ს შეადგენს. აღნიშნული სტატისტიკით, დიდი ბრიტანეთი რიგით მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები