„თარგმანის ლაბორატორია“ მწერალთა სახლში

5 თებერვალს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ვებ გვერდის – „თარგმანის ლაბორატორია“ პრეზენტაცია. (http://translationlab.ge)
ვებ გვერდი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას თანამედროვე ქართველი ავტორების შესახებ, სადაც განთავსებული იქნება მათი ბიოგრაფიული და ბიბლიოგრაფიული მონაცემები; ვებ-გვერდზე ასევე, წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართულიდან უცხო ენებზე ნათარგმნი ტექსტები, აგრეთვე ინფორმაცია მთარგმნელთა შესახებ.
ვებ-გვერდის მიზანია საქართველოში მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხელშეწყობა, ქართული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის შემდგომი პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზაცია.
პროექტი განხორციელდა კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები