“დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით – აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ “ფედერალისტურ პარტიას“ – პაპუაშვილი

“დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ “ფედერალისტურ პარტიას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ გავზრდით პარტიების რაოდენობას, ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური“ პარტია.

საფუძველზე მოგახსენეთ, 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ სტრატეგიული მიზნები. განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება და ა.შ.

აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები