“პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია – ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში” – პაპუაშვილი

“პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია. ჩვენი განწყობაც, მოწოდებაც და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის, მათ შორის, ტელევიზიებიდან კამპანიები კონკრეტული მეუფეების და გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ. ეს, რა თქმა უნდა მიუღებელია. ამ საკითხზე ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, რომ აირჩიოს პატრიარქი. შესაბამისად, ზუსტად ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები