“ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია, გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას გირაოს შეეხებოდა.
მისივე თქმით, აქ არაფერ შუაშია არც „ქართული ოცნება”, არც პროკურატურა და ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობა.
„რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება” ან პროკურატურა, ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებაა, ეს ერთი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობა, მეტი არაფერი, არასერიოზულია ეს ყველაფერი,” – განაცხადა პრემიერმა.