რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია 1 ფერმერს – საქართველო და მსოფლიო

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 1 ფერმერი ერთი ადამიანის გამოკვებასაც ვერ ახერხებს და ეს მაჩვენებელი 0,8 სულს არ ღემატება.
ევროპაში ერთი ფერმერი 50 თანამოქალაქეს კვებავს, ავსტრალიაში – 72-ს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 ადამიანს.
საგულისხმოა ისიც, რომ ერთი ფერმერის მთლობელობაში არსებული ფართობი საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში მკვეთრად განსხვავდება. მაგალითად, საქართველოში ფერმერად ითვლება ადამიანი, რომელიც 1.15 ჰექტარს ფლობს, ხოლო გერმანიაში ფერმერის სტატუსი 60.5 ჰექტრის ფლობას ნიშნავს. კანადაში ეს მაჩვენებელი 778 ჰექტარია, ხოლო ავსტრალიაში – 4 331 ჰექტარი. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას კაცები მართავენ და მათი წილი 67.7 პროცენტია მაშინ, როცა ეკონომიური საქამიანობის ამ სეგმენტით ქალების აქტივობა 32.3 %-ს არ აღემატება.
ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის შეფასებით, სწორედ ეს და კიდევ სხვა ფაქტორები განაპირობებს იმას, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს. მაგალითად, 2019 წელს საქართველოში -161.1 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთში – 547.1, ხოლო აზერბაიჯანში – 1716.2 ათასი ტონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები