სად რამდენი მოსავალი მოჰყავთ 1 ჰექტარზე – საქართველო და ევროპა
საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობა ევროპულს რამდენჯერმე ჩამარჩება. ასე, მაგალითად, საქართველოში სიმინდის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2.8ტონაა მაშინ, როცა ევროპაში ის 15 ტონას უტოლდება.
1 ჰექტარზე საქართველოში 2.3 ტონა ხორბალი მოჰყავთ, ევროპაში კი – 9 ტონა.
კარტოფილის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე საქართველოში 11.6 ტონას უტოლდება მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 45 ტონაა.
პომიდვრის მოსავლიანობა 1 ჰექტარ მიწაზე საქართველოში 13 ტონაა, ხოლო ევროპაში – 50 ტონა.
ლობიო ქართველ ფერმერებს 1 ჰექტარზე მხოლოდ 0.8 ტონა მოჰყავთ, ევროპაში კი 1 ჰექტარზე ლობიოს მოსავლიანობა 2 ტონას უტოლდება.
საქართველოში 1 ჰექტარ მოწაზე 2.1 ტონა ქერი იწარმოება, ხოლო ევროპაში – 7 ტონა.