ლუკაშენკომ ხელისუფლების დათმობის პირობა დაასახელა

ალექსანდრე ლუკაშენკომ საერთო ბელორუსის სახალხო კრებას ამცნო, თუ რა პირობის შესრულების შემდეგ დატოვებს თანამდებობას.

მისი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში მშვიდობისა და წესრიგის დამყარება, პროტესტების შეწყვეტა და აზრის გამოთქმა კანონის ფარგლებში.

“ეს მთავარი პირობაა. მეორე პირობა: თუ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებაში სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები მოვლენ, მეორე პუნქტად ჩავწერთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეებს თმის არც ერთი ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ”, – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აშენებდა, როგორც შეეძლო და არ დათმობს უბრალოდ, დასაცინად, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ხელისუფლებაში.

მან ასევე თქვა, რომ დღეს მოულოდნელად “ბევრი მომხრე აღმოუჩნდა” და ეს მხოლოდ ძალოვანები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები