ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო

“ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გააჩნია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოწვევებით სავსე პერიოდია და მხარდამჭერი განცხადებები ნათელი გამოვლინებაა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა კვლავ ძლიერდება.

„საქართველო-ამერიკის ურთიერთობა წლიდან წლამდე ვითარდება და დღეს არსებული ურთიერთობები არის უპრეცედენტო. ხაზგასასმელია, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ ვის აქვს კონგრესში უმრავლესობა. ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გააჩნია. გავაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარებაზე, ინსტიტუციების გაძლიერებასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გამოწვევებით სავსე პერიოდია და მხარდამჭერი განცხადებები ნათელი გამოვლინებაა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა კვლავ ძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები