მიხეილ სარჯველაძე: ტექნიკურადაც და სამართლებრივადაც ყველა შესაძლებლობა აქვს ნიკა მელიას, თავად განსაზღვროს აღკვეთის ღონისძიების საკითხი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ტექნიკურადაც და სამართლებრივადაც ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარი აღკვეთის ღონისძიება თავად განსაზღვროს.
მისივე თქმით, მელიას შეუძლია, სხვას გადაახდევინოს გირაოს თანხა და გააგრძელოს შეთქმულების თეორიების შეთხზვა, ვითომდა, სახელმწიფომ რაღაც მაქინაცია მოაწყო.
“მგონია, რომ ტექნიკურადაც და სამართლებრივადაც ყველა შესაძლებლობა აქვს ნიკა მელიას, რომ თავად განსაზღვროს აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ეს მის ხელთ არის. ტექნიკურად, გირაოს გადახდა მას და მის ადვოკატს ხელეწიფებათ. მას შეუძლია, რომ სხვას გადაახდევინოს ეს თანხა და გააგრძელოს ეს შეთქმულების თეორიების შეთხზვა, ვითომდა, სახელმწიფომ რაღაც მაქინაცია მოაწყო”, – აღნიშნა სარჯველაძემ.