გერმანიაში “ლოქდაუნი” 7 მარტამდე გაახანგრძლივეს
გერმანიის კანცლერი, ასევე, ფედერალური მიწების ხელმძღვანლები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში “ლოქდაუნი” 7 მარტამდე იყოს გახანგრძლივებული.
ამ დრომდე კორონავირუსის შესაკავებლად შემოღებული შეზღუდვები ძალაში დარჩება, თუმცა, იქნება გარკვეული შემსუბუქებაც.
კერძოდ, შენარჩუნებული იქნება კერძო კონტაქტები, ასევე,საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის სავალდებულო ტარება.
ასევე, გადაწყდა, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენის საკითხს ფედერალური მიწების მთავრობები ინდივიდუალურად მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ პირველი მარტიდან მუშაობას საპარიკმახეროები აღადგენენ, კლიენტების წინასწარი ჩაწერის პირობით.
შემდგომი შემსუბუქება იმის მიხედვით მოხდება, თუ შვიდი დღის განმავლობაში 100 ათასს მოსახლეზე მხოლოდ 35, ან ნაკლები ახალი ინფიცირებული იქნება. ამჟამად ეს მაჩვენებელი 68-ს შეადგენს.