კახი კავსაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს
კახი კავსაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
ნანუკა ხუსკივაძის თქმით, კახი კავსაძე ფილტვების ანთების დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.