ხობში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა

ქალაქ ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონორთა აქცია – „გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დონორთა აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს როგორც ბავშვთა, ისე – მრავალპროფილურ კლინიკებს.

აქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები