ლევან იოსელიანი: ნიკა მელიას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის, ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს

“ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, თუ პარლამენტში მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შევა, კოლეგებს მოუწოდებს, რომ ეს არ გააკეთონ.

„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად, ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე – ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, გირაო გადაიხადოს, მაგრამ მისი გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები