10 თებერვალი ნუგზარ შატაიძის გარდაცვალების დღეა

10 თებერვალი მწერალ ნუგზარ შატაიძის გარდაცვალების დღეა. დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, გარდაიცვალა 2009 წლის 10 თებერვალს, 64 წლის ასაკში.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქ. ენერგოსისტემაში-ინჟინრად, გაზეთ „ლელოს” რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანის” პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგას” რედაქციის განყოფილების უფროსად.
იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მოთხრობათა კრებულისათვის
ღირსების ორდენისა და ლიტერატურული პრემია „საბას” მფლობელი.

გამოცემული წიგნები:
„გაღმა ნაპირი“,  მოთხრობები  – თბილისი, პალიტრა L, 2010.
„პურის მოთხრობა“, მოთხრობა  – თბილისი, არჩილ სულაკაურის გამ-ბა, 2005.
„ტრამვაი №7“,  მოთხრობები; რადიოპიესები  – თბილისი, საარი, 2005.
„ნოემბრის წვიმა“,  ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები  – თბილისი, 2004.
„ევროპაში რა მინდოდა“  წერილების კრებული  – თბილისი, არეტე, 2004.
„ხელეური“, კრებული (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1998.
„ელიქარი“, მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1996.
„მიწა თავისას მოითხოვს“, ქართული ხალხური ზღაპრები და მითები (რედაქტორი). – თბილისი, ლომისი, 1994.
„სოფლის ძველი სახლი“, მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1990.
„მოლხინო“,  მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1986.

ფოტოზე: ნუგზარ შატაიძე და ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯემალ კასრაძის ფოტო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები