ვახტანგ ბუცხრიკიძე: პრემიერთან შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, რომ ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს

“ერთ-ერთი საკითხი იყო კოვიდგამოწვევები და ამასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობს მთავრობა, როგორ იხსნება ბიზნესები დღეს და მომავალში, პერსპექტივაში”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საქართველოს პრემიერმინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა იმ ორ ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.

„პრემიერმინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერმინისტრი მზად არის, 24-საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერმინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული დაგანათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.”, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები