ანა ნაცვლიშვილი: ოპოზიცია ხელისუფლებისგან გონივრულ შეთავაზებას ელის
დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო – მან 31 ოქტომბრის არჩევნების დროს დაშვებული კანონდარღვევები და გადაცდომები უნდა გამოავლინოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციურ პარტიათა ურავლესობა უნდობლობას უცხადებს საპარლამენტო კომისიის მუშაობას და მას არალეგიტიმურს უწოდებს მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ორი ოპოზიციური პარტია: ,,მოქალაქეები“ და ,,ევროპელი სოციალისტები.“ ,,კვირა“ ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა;
– ,,ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, თუკი დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ არჩევნები თუნდაც 1%-ით გაყალბდა, ის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მიუხედავად ამისა, თქვენ არ გსურთ კომისიის მუშაობაში რაიმე სახით მაინც მონაწილეობის მიღება. რატომ?
– გაუგებარია, რას ნიშნავს არჩევნების 1%-იანი გაყალბება, რომელიც შეიძლება, მომხდარიყო და ეს კანონდარღვევა სრულებითაც არ არის. როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ცხელ კვალზე გამოეძიებინა არჩევნების გაყალბების შემთვევები, მან ეს შესაძლებლობები სრლიად უგულებელყო და ჩაკეტა. დღეს, როდესაც 31 ოტომბრიდან სამ თვეზე მეტია გასული, როდესაც ყველა დამცავი მექანიზმი ხელიდანაა გაშვებული, ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ფარსია და სხვა არაფერი. თუ მართლა ვინმეს სურს კონკრეტული სამართალდარღვევების შესწავლა, ამისავის არსებობს პროკურატურა და სასამართლო. ადამიანები რომ იარაღით ხელში დარბოდნენ ქუჩებში და სამგორში ნაგვის ბუნკერში ყრიდნენ ბიულეტენებს, ამას კომისიის მუშაობა რად უნდა, მაშინვე, ცხელ კვალზე უნდა გამოეძიებინა პროკურატურას. ამიტომაც, ხელისუფლების მიერ საარჩევნო კომისიის შექმნა მორიგი ფარსი გვგონია და სხვა არაფერი. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. კომისიის მუშაობის შედეგებს კენჭი უნდა უყარონ პარლამენტში. ჩვენ გვახსოვს, როგორ ჩააგდეს ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგები, როდესაც ის პარლამენტში კენჭისყრაზე დადგა. ხომ არ გაიზიარებს იმავე ბედს 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგებც? თანაც, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ცალსახად დააანონსა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
-კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ თუ კომისია არჩვენების გაყალბების 1%-ს მაინც აღმოაჩენს, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
-კობახიძის ეს განცხადება კიდევ ერთი ფარსია, ჩვენი თვითმიზანი თავის მოტყუება და კომისიის მუშაობაში ჩართვა, მისი ლეგიტიმაციის მიზნით, არ გახლავთ. არანაირი სამართლებრივი შედეგი ამ კომისიის მუშაობის შედეგად არ დადგება. ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა თუ უნდა, ამისთვის სხვა მექანიზმები და სხვა ფორმატიც არსებობს.
-პარლამენტი ელისაშვილის ,,მოქალაქეებთან“ დადებული მემორანდუმის ფარგელბში საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალ წესზეც იმუშავებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია თუ აპირებს, მაშინ საარჩევნო კომისიის რეფორმირება თქვენთვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს.
-ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებში. იქამდე დარჩენილია რამდენიმე თვე, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და პოლიტიკურ სიცხადეს შემოიტანს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში.
-ელისაშვილის მემორანდუმით გათვალისწინებულ ცვლილებებს რამდენად პოზიტიურად მიიჩნევთ?
-ამ მემორანდუმის მიხედვითზ საარჩენო კომისიის თავმჯდომარეს, მესამე სექტორის წარდგინებით, პრეზიდენტი ირჩევს. მემორანდუმის მთავარ ხარვეზი და მორიგი ფარსიც ესაა. საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის მონაწილობას აზრი მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს, რომ პოლიტიკურ დისკუსიაში საღმა აზრმა გაიმარჯვოს და ყველა ერთად ოპტიმალურ გადაწყვეტილბადე მივიდეთ. თუ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში ასეთი განწყობა არ იქნა, რა აზრი აქვს საერთოდ მუშაობას? ხელისუფლების ,,გაპრავების“ ფუნქციისთვის კი ოპოზიცია არსად შევა და არსად იმუშავებს.
– პოლიტიკურ მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდი კვლავ ძალაშია?
-ველოდებით ხელისუფლების ადეკვატურ წინადადებებს. ბურთი ახლა ,,ქართული ოცნების“ მოედანზეა და მან უნდა გააკეთოს გონივრული სვლა. ოპოზიციაც სწორედ ასეთი გონივრული შეთავაზების მოლოდინშია.
ია დანელია