გურამ მაჭარაშვილი: კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა – ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული

“კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც ჩანს, ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ შეესწავლათ ეს ურთიერთობები. კარგია, რომ აშშ-ის ინიციატივით მოხდა ურთიერთობების აღდგენა. ეს სატელეფონო კავშირი, ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ საქართველოს სუვერენიტეტი იქნება პატივცემული, მათ შორის აშშ-ის მხრიდან და სამომავლო ურთიერთობებიც აგებული იქნება სწორედ ურთიერთპატივისცემაზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 30 მარტს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები