„დიდგორამდე და დიდგორის შემდეგ“ – დისკუსია

8 თებერვალს, 15:00 საათზე, პანელური დისკუსია „დიდგორამდე და დიდგორის შემდეგ“ გაიმართება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი მოწვეული ექსპერტია:  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
შეხვედრის საექსკურსიო ნაწილს გაუძღვება  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ნესტან ბაგაური.
შეხვედრა zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები