„დიდი ცისფერი ცხენები” – ფრანც მარკის დაბადების დღე

1880 წლის 8 თებერვალს დაიბადა ფრანც მარკი – გერმანული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მხატვრის ნამუშევარს აქვეყნებს,
მის ნამუშევრებში ძირითადად გამოსახულია ცხოველები.
„დიდი ცისფერი ცხენები” (Die grossen bluen Pferde) ფრანც მარკმა 1911 წელს შექმნა. ამ ნამუშევარში ვხედავთ სამ ცისფერ ცხენს, რომლებიც წითელი ბორცვების ფონზე წინ იყურებიან. მკვეთრი ფერებით ავტორი გამოხატავს, სიმარტივესთან ერთად, დიდ ემოციასაც. ეს არის მარკის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ანიმალისტური ნამუშევარი და ყველაზე მნიშვნელოვან ტილოდ მიიჩნევა ცხენების სერიიდან. ნახატზე ასახულია ახალგაზრდა ცხენი, რომელსაც თავი აქვს დახრილი და უცოდველად იყურება. ფრანც მარკმა თავისი შემოქმედების მთავარ თემად ცხოველები აირჩია, რადგან მისთვის სწორედ ისინი წარმოადგენდნენ უცოდველობის და უდანაშაულობის სიმბოლოს ედემის დაცემამდე“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები