ვალერიან სიდამონ-ერისთავის „თებერვალი“
„კვირა.ჯი“-ზე სიამოვნებით გავეცანი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სტატუსს – „თებერვალი მსოფლიო მხატვრობაში”. აქ ვნახეთ ალფრედ სისლის, ვან-გოგის, ძმები ლიმბერგების, იამამურა ტოიონარის, გრანტ ვუდის და სუზან როტენბერგის შესანიშნავი სურათები, რომლებშიც თებერვალია ასახული.
მე კი თებერვალმა გამოჩენილი ქართველი მხატვრის ვალერიან სიდამონ-ერისთავის (1889-1943) „წითელ ცხენოსანთა შეტევა“ გამახსენა, რომელიც 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის (ბოლშევიკური რუსეთის) ქართულ მიწაზე შემოსვლას ასახავს, და რომელიც სულისშემძვრელი ძალით გადმოსცემს დაპყრობილი ქვეყნის ტრაგედიას. წითელი დროშები და განსაკუთრებით ავისმაუწყებელი ღრუბლები, თითქოს მიწასთან გასწორებას და ჩანთქმას უპირებს ქართულ მიწას.
ასი წლის წინანდელი თებერვალი საქართველოს ისტორიის მართლაცდა ერთ-ერთი საბედისწერო თვე და ჟამია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა 70 წლით მოწყვიტა ბუნებრივი განვითარების პროცესს…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან