ქართული ანიმაციური ფილმი – “მიტოვებული სოფელი” იაპონიაში ბრუნდება

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს ამჯერად ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს.
ფილმის ჩვენება გაიმართება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ფესტივალი 1995 წლიდან არსებობს და იგი წელს 5-21 თებერვალს ჩატარდება.
“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.
“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI”-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები