5 თებერვალი ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღეა

5 თებერვალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის, ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღეა. დღეს მას 68 წელი შეუსრულდებოდა.
განათლებით ქიმიკოსს ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად დაიწყო მუშაობა;
1979 წელს, მისი ინიციატივით, მოხერხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის, შეხვედრა ილია მეორესთან. დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ეძღვნებოდა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანს“ ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელს, არამედ ჟანრის დასახელებაა.
ამავდროულად, ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში არის ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას ქუჩა) სახელობის ქუჩა.
1989წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე დაშავდა, მოგვიანებით კი, 1989 წლის 21 დეკემბერს, გარდაიცვალა საავამდყოფოში.
დაკრძალულია ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები