მსახიობი და რეჟისორი, გიორგი ოსეფაშვილი გარდაიცვალა

„დიდი არტისტი და გემრიელი გოგა… ძალიან დაგვაკლდები“, –  მსახიობის და რეჟისორის გიორგი ოსეფაშვილის გარდაცვალების შესახებ რეჟისორი მარინა სალუქვაძე ავრცელებს ინფორმაციას.
არტისტის სასცენო მოღვაწეობიდან 50, ხოლო დაბადებიდან 70 წელი 2019 წელს კინომსახიობთა თეატრში აღინიშნა.
დაიბადა თბილისში, დაამთავრა 51-ე საშუალო სკოლა, შემდეგ – სერგო საქარიაძის სახ. თეატრალური სასწავლებლის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტი. თავიდანვე იზიდავდა პანტომიმის ჟანრი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ამირან შალიკაშვილის მიერ შექმნილ ნიჭიერთა დასში მოხვდა. იყო საინტერესო სპექტაკლები, როლები, გასტროლები…
პედაგოგიური მოღვაწეობა თეატრში მუშაობის პარალელურად დაიწყო. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პლასტიკის კურსს ასწავლიდა.
ცალკე აღსანიშნავია ლეგენდარულ ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად მისი, როგორც ქორეოგრაფის, მოღვაწეობა, სადაც ალექსანდრე ბასილაიას მუსიკის და ჯემალ ბაღაშვილის რეჟისურით მრავალი მიუზიკლი დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები