5 თებერვალი პაკო სვიმონიშვილის გარდაცვალების დღეა

პოეტისა და მთარგმნელის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის გარდაცვალების დღეს ფეისბუქში ჟურნალისტი ნინო ხოფერია ეხმიანება.
„პაკო სიმონიშვილის საფლავთან, შობის ღამეს, სამთავროში… დღეს, 5 თებერვალს, პაკოს გარდაცვალების დღეა“, – წერს ნინო ხოფერია.
ამირან სვიმონიშვილი — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი და პედაგოგი, მეექვსე საავტორო სკოლისა და ფილმების სტუდია „მიკროსტუდიის ჯგუფის“ დამფუძნებელი იყო.
დაიბადა 1974 წლის 3 იანვარს, გარდაიცვალა 2014 წლის 5 თებერვალს.
მისი პირველი პოეტური კრებულია „მოვსულვარ ლანდი“. მისი შემოქმედება ითარგმნა გერმანულ, ჩერქეზულ და უკრაინულ ენებზე.
კრებულები:
„მოვსულვარ ლანდი“ (კრებული, 1990)
„ლექსები და თარგმანები“ (კრებული, 1995)
„ლექსები“ (კრებული, 2000)
„სამი ავტორის ალმანახი“ (კრებული, 2003)
„სამკვიდრო“ (კრებული, 2010)
„ნასესხები შუქი“ (თარგმანები, 2013)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები