„გავაცილეთ უდიდესი და განუმეორებელი თემურ წიკლაური“ (ვიდეო)

„გავაცილეთ უდიდესი და განუმეორებელი თემურ წიკლაური“, – ცნობილი საესტრადო მომღერლის თემურ წიკლაურის დაკრძალვის შესახებ ფეისბუქის გვერდზე მომღერალი მერაბ ვარდოსანიძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
თემურ  წიკლაური, 4 თებერვალს, უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და თაყვანისმცემლებმა ლურჯი მონასტრიდან გააცილეს. მისი კუბო რამდენიმე წუთით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინაც დაასვენეს. არ წყდებოდა დამშვიდობების ტაში…
თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, კორონავირუსის დიაგნოზით, 1 თებერვალს გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები