ლევან თარხნიშვილი: გაუგებარია, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც მისივე დანაშაული უნდა გამოიძიოს

“ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ,ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ეს პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც თავისი დანაშაული უნდა გამოიძიოს”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, ლევან თარხნიშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “მოქალაქეები” არ აპირებს პროცესში ჩართვას, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან.

თარხნიშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნების შესახებ ოპოზიციამ პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

„ევროპულმა საქართველომ,, და მთლიანად ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ პარლამენტისა და 2020 წლის არჩევნების მიმართ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის აზრს, შესაბამისად, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და, ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ეს პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც თავისი დანაშაული უნდა გამოიძიოს. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიცია არ აპირებს არც პარლამენტში შესვლას და არც ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას. რას გააკეთებს ბატონი ელისაშვილი, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევები და გადაცდომები უნდა შეისწავლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები