თემურ წიკლაურს დღეს კოჯორში დაკრძალავენ
ცნობილ მომღერალს, ანსამბლ „ივერიის “ წევრს, თემურ წიკლაურს 4 თებერვალს კოჯორში დაკრძალავენ.
თემურ წიკლაურს 14:00 საათზე ლურჯი მონასტრიდან გამოასვენებენ და კოჯორში შვილის გვერდით დაკრძალავენ.
ცნობისთვის, თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.