დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

დეა კულუმბეგაშვილის ფილმის მორიგი გამარჯვება – „დასაწყისი“ ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა და მას კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ნიკოლეტა რომეო და ფაბრიციო გროზოლი უძღვებოდნენ.
ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის წარადგინა ჟიურის წევრმა პაოლო ბერტოლინიმ, რის შემდეგაც დაჯილდოების ცერემონიას თბილისიდან ონლაინ შეუერთდა რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი.
ფილმი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები