წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – შოთა რუსთაველის მინიატურა ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნიდან“
3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს აქვეყნებს.
სურათზე: შოთა რუსთაველის მინიატურა. „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერი. XV-XVII სს. ქაღალდი, 35X24 სმ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.