3 თებერვალი მსახიობ მარიკა ჭიჭინაძის დაბადების დღეა
1959 წლის 3 თებერვალს მსახიობი მარიკა ჭიჭინაძე დაიბადა.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ოფელია, ელო (თ. ჭილაძე „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, რეჟისორი – რ. სტურუა);
ქეთევანი (შ. შამანაძე „ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში”, რეჟისორი – გ. სიხარულიძე);
გულქანი (ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი“, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი);
ელენე (ა. წერეთელი „სამგვარი სიყვარული“, დადგმის ხელმძღვანელი – რ. სტურუა, რეჟისორი – ლ. ბურბუთაშვილი);
კორდელია (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა);
ნატაშა (გ. ბათიაშვილი ,,შეთქმულება”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე);
როსაურა (პ. კალდერონ დე ლა ბარკა ,,ცხოვრება სიზმარია”, რეჟისორი – რ. სტურუა);
დედოფალი (ხ. ლევინი ,,პირდაღებული”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე);
ლალი, ნია (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე);
გერტრუდა (შექსპირი „ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა);
თეკლა (ზ. ანტონოვი „მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).
უფლისწული დავითი (თამარ და აკაკი პაპავები, „უკანასკნელი დედოფალი”, რეჟისორი – გოჩა კაპანაძე)
მონაწილეა სპექტაკლებისა: „სტიქსი’’, „ასულნი” (ფანტაზია, პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა).