ზუგდიდის დედოფლისეული სასახლის ინტერიერში გადაღებული ორი ფოტო
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია
„იშვიათი შემთხვევაა, როცა ზუგდიდის დედოფლისეულ სასახლეში ინტერიერში გადაღებული ფოტო გვაქვს, თუმცა ეს ორი ფოტოც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაძლევა.
1. დედოფლისეულ სასახლეში ჭაღებთან ერთად განათებად ბრები გამოიყენებოდა;
2. დედოფლისეული სასახლის კედლები მოხატული ყოფილა, ორნამენტების გარჩევაც კი შესაძლებელია.
ჰო, კიდევ ერთი დეტალი: აკაკი ჭანტურიას წყალობით, ფოტოზე ასახული ავეჯისა და ჭურჭლის უმეტესობა დღემდე შემორჩენილია“, – აღნიშნულია გიორგი კალანდიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.